პოლიტიკა

„სპეცოპერაციის დროს მიყენებულ ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს“

01.12.17 21:00


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დღეისათვის 57 800 ლარი შეადგინა – ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

ლაცაბიძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას, ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი დაურიგდება. ისნის რაიონის მაჟორიტარის განმარტებით, 500 ლარი სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ 8 ოჯახს, ანუ 35 ადამიანს, ერთჯერადად გადაეცემა, ხოლო ზარალს სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს.

ნინო ლაცაბიძე ოპონენტებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, პირველადი დახმარების სახით, დაზარალებულებს 9 900 ლარი იმ დღესვე დაურიგდათ.

„8 ოჯახი გადანაწილებულია სამ სასტუმროში და მათი სასტუმროში ცხოვრების ხარჯები მერის ფონდიდან ფინანსდება. დღეისათვის ეს თანხა 30 392 ლარს შეადგენს. აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანაზე რაიონის გამგეობა მუშაობს. ხოლო მას შემდეგ რაც ზარალი დაითვლება, მას მთლიანად სახელმწიფო აანაზღაურებს“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაზიანებულ ავტომობილებს, ლაცაბიძის თქმით, მათი აღწერა დღესაც მიმდინარეობს და ზარალის შეფასების შემდეგ, ხარჯებს სახელმწიფო ასევე სრულად დაფარავს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები