პოლიტიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან

04.12.17 15:15


ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

„განვიხილავთ ყველა ვერსიას, რომელიც შეიძლება დასაშვები იყოს, როგორც პესიმისტური, ასევე ოპტიმისტური. განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და პრობლემატურია დღეს იგივე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის სხდომა არის ღია, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საკმაოდ მწვავე კითხვები და ველოდებით ობიექტურ და ადეკვატურ პასუხებს“,-განაცხადა კოვზანაძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები