პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას უმასპინძლებს

04.12.17 15:30


4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ უმასპინძლებს.

აღნიშნული განცხადება, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ამ კონფერენციის მსჯელობის საგანი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მისი ურთიერთობა და ჩართულობა პარტნიორებთან, ამ თანამშრომლობის აწმყო და მომავალი. ეს საკითხები დღეს, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირთან გვაქვს მიმდინარე თანამშრომლობის გეგმები შემდეგი პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი კონცენტრირებულია შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, ზრუნავს იმაზე, რომ ბრექსიტის ფონზე შიდა რეფორმების გზით, შეინარჩუნოს ერთობა. მის წინაშე დგას უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამიტომ და ახლა მნიშვნელოვანია, საპარლამენტო პლატფორმის შექმნა, რომელიც შესაძლებლობებს მოგვცემს ჩვენ, საქართველოს პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ერთად ვიმსჯელოთ ჩვენს საერთო მომავალზე“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები