პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილება არ შეცვლილა

04.12.17 18:00


სოფლის მეურნეობის მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანების გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

„ეს, მგონი, გადაჭარბებული ინფორმაციაა. თქვენ იცით, უმრავლესობაში, გუნდში მიდიოდა მსჯელობა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს, თუმცა ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილთან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვის გარემოს კომპონენტი სოფლის მეურნეობას შეუერთდება, ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულება კი - ეკონომიკის სამინისტროს.

მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა რამდენიმე მიზეზით მხარი არ დაუჭირა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები