პოლიტიკა

"ექსტრადირების თაობაზე პროცედურები გაგრძელდება" - ბესელიას პირველი კომენტარი სააკაშვილის დაკავებაზე

05.12.17 17:05


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მას საქართველოში შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაგრძელდება მისი ექსტრადირების პროცედურები.

“ექსტრადირების თაობაზე მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი და ამ თემაზე გაკეთებული აქვს იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას შესაბამისი განცხადებები. ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით დაწყებულია რადგან, მიხეილ სააკაშვილს აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და ასევე ძებნის პროცედურაზე დაწყებული იყო ექსტრადირების თაობაზე და ეს პროცედურებიც გაგრძელდება თავის დროზე იყო და ყველა შემდგომი სამართლებრივი ბრძანება იქნება ორმხივი თანამშრომლობის ფარგლებში" - განაცხადა ეკა ბესელიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები