პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო რეჟიმზე გადადის და ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს

05.12.17 19:00


მიხეილ სააკაშვილის დაკავება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა და ხვალ 6 დეკემბერს თბილისში ღირსების მანიფესტის ჩატარება დააანონსა:

„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა და ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ, მისი დაპატიმრება ხდება რუსეთის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე, ენმ მოუწოდებს ყველა პატრიოტს, საქართველოს მოქალაქეს გამოვიდეს ხვალ 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში, ენმ იწყებს გადამწვეყტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად, ხელისუფლება შემოვიდა დაპირისპირებაში ქართველ ხალხთან, ეს გამოწვევა არის მიღებული, ველოდებით ყველას ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა, სხვა გეგმებთან დაკავშირებით ენმ საზოგადოებას ჩააყენებს საქმის კურსში, ეს არის მართლაც გადამწყვეტი ბრძოლა, რუბიკონი გადალახეს ივანშვილმა და პოროშენკომ, წინ გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები