პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა როზარია პუგლის შეხვდა

06.12.17 14:10


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე როზარია პუგლის შეხვდა.

შეხვედრის მთავარ თემას პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება და მათი ეფექტურად განხორციელება წარმოადგენდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სტუმარს, კომიტეტის ფუნქციებისა და საზედამხედველო საქმიანობის, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როზარია პუგლიმ, თავის მხრივ, საზედამხედველო საქმიანობაში პარლამენტის როლის მნიშვნელობა აღნიშნა.

ნატოს სამეკევშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ მზაობა გამოთქვა, დაეხმაროს კომიტეტს თავისი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში და ამ მიზნით, კომიტეტში მომუშავე პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში.

„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს გააჩნია ასეთი დიდი ინტერესი ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას და მომავალში დავგეგმავთ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე, ჩვენი კომიტეტის უფრო ეფექტური მუშაობისკენ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები