პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მანიფესტაციას გამართავს

06.12.17 14:25


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადავიდა და დღეს, „რუსთაველის“ მეტროსთან მანიფესტაციას გამართავს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა, აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

„პოროშენკოს ოლიგარქიულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე.

სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს საქართველოს ყველა პატრიოტს, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად. პარტია ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის“, - განაცხადა გუშინ ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, დანარჩენ გეგმებთან დაკავშირებით, ”ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას პერიოდულად ჩააყენებს საქმის კურსში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები