პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე შვედეთში გაემგზავრა

06.12.17 14:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით შვედეთს ეწვია, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებს შეხვდება, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, 5-8 დეკემბერს, ირაკლი კობახიძეს შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI მიიღებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) თავმჯდომარე ურბან ალინს, მის მოადგილეებსა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრომთან, შვედეთის პრემიერ მინისტრის სახელმწიფო მდივან ჰანს დალგრენთან და ევროპულ საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივან ოსკარ სტენსტრომთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ეწვევა ქალაქ უფსალას, სადაც შეხვედრას გამართავს ქალაქის მერ კარლ ლინდბერგთან და უფსალას ინოვაციების ცენტრში ქართველ სტუდენტებს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორ კარინ იამტინთან, SKL International-ის თავმჯდომარე მარი-ლუი რონმარკთან, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის (ISDP) დირექტორ ნიკლას სვანსტრომთან.

საქართველოს და შვედეთის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 19 სექტემბერს დაიწყო. ქვეყნები თანამშრომლობენ თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები