პოლიტიკა

უკრაინის გენპროკურორმა მიხეილ სააკაშვილს 24 -საათიანი ვადა მისცა

06.12.17 15:25


“მიხეილ სააკაშვილს 24 საათი აქვს, რის შემდეგაც, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აპატრიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს“, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ რადაში განაცხადა. ის სააკაშვილს მოუწოდებს, გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე.

„მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მოვუწოდებ, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება, უკრაინელების დაპირისპირება და თავად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, – განაცხადა ლუცენკომ.

მისივე თქმით, სააკაშვილის გაქცევის შემდეგ, პროკურატურის მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უკრაინის რადასთან პრესკონფერენციაზე 6 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 9:00 საათზე იურისტებთან ერთად ისაუბრებს.

სააკაშვილის პარტიაში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, დაკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები