პოლიტიკა

„სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები მკაცრად გაკონტროლდება"- კალაძე

06.12.17 16:20


თბილისის მერის თქმით, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის სტატისტიკა საგანგაშოა. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ხშირია შემთხვევა, რომ სამშენებლო ობიექტებზე ადამიანები ყოველგვარი დაზღვევის და ყოველგვარი დაცვის გარეშე მუშაობენ. დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს ამ საკითხის გაკონტროლება დაავალა:

„ბოლო 5 დღის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, 50-ზე მეტ ობიექტზე ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დაიწყო საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა. ძალიან სამწუხაროა, რაც ხდება მშენებლობებზე და ხშირია, როდესაც ვისმენთ კონკრეტული ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დაზღვევის, ყოველგვარი დაცვის გარეშე ადამიანები მუშაობენ სამშენებლო ობიექტებზე და ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია. მინდა, დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გიორგი ბაგრატიონს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს ყველა მშენებარე ობიექტი სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები თვალსაზრისით და აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის 361- ე და 477-ე დადგენილებები. ზედამხედველობის სამსახურის მითითებები თუ არ იქნება გათვალისწინებული თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გახლავთ ის საკითხები, რაზეც თბილისის მერია იქნება პრინციპული”, – განცხადა კალაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები