ეკონომიკა

საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

06.12.17 17:05


საქართველომ 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ექსპორტზე გაიტანა 70,2 მილიონი ბოთლი ღვინო, აქედან რუსეთში – 43,9 მილიონი ბოთლი, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

"2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 70,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 154,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 49%–ით მეტია.

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებულია დაახლოებით 43,9 მლნ ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდა – 76%.

მეორე ადგილზეა უკრაინა – 7,6 მლნ ბოთლი ღვინო, ექსპორტის ზრდა – 48%; მესამეზე – ჩინეთი – 6,4 მლნ ბოთლი, ექსპორტის ზრდა – 38%.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 25 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 16,3 მილიონზე მეტი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 82%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 2017 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 257,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ, 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 47% შეადგინა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები