პოლიტიკა
06.12.17 22:00
საარჩევნო საკითხთა მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმზე ცესკომ ჯილდო ორ ნომინაციაში – „მოქალაქეთა ჩართულობა“ და „საარჩევნო კონფლიქტების მართვა“ მიიღო. იორდანიაში ორგანიზებულ ცერემონიაზე საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოები ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადაეცა.
„მოქალაქეთა ჩართულობის“ ჯილდო ცესკომ პროექტისთვის „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ მოიპოვა. პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განახორციელა. აღნიშნულ ნომინაციაში ფინალისტთა შორის ასევე იყვნენ ბულგარეთის, ინდოეთისა და ბოცვანას საარჩევნო ადმინისტრაციები.
„საარჩევნო კონფლიქტების მართვაში“ ჯილდო კი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის გადაეცა.
პროექტი, რომელიც 2016 და 2017 წლების არჩევნებისთვის განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობასა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნას ითვალისწინებდა. ნომინაციაში ფინალისტთა შორის საქართველოსთან ერთად არგენტინა, ავღანეთი და კოლუმბია იყვნენ.
საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია უკვე რამდენიმე წელია საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება. მე-15 სიმპოზიუმზე, რომელიც იორდანიაში 4-5 დეკემბერს გაიმართა, სხვადასხვა აქტუალური საარჩევნო საკითხები განიხილეს. ღონისძიებაში თამარ ჟვანიასთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წელს უკვე მეოთხედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში – ”პირველი ამომრჩეველი” – 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, 2016 წელს კი ცესკო ორ ნომინაციაში – „უმცირესობების ჩართულობა“ და „მოქალაქეების ჩართულობა“ ფინალისტთა შორის იყო და გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში მოიპოვა.
ამასთან, 2017 წელს, საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. თამარ ჟვანიას ჯილდო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტმა გადასცა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24