ეკონომიკა

საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

07.12.17 15:30


ნოემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 95,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,7 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 979,1 ათასი ტონა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,2 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 47,9 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,5 ათასი ტონით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,2 ათასი ტონა ანუ 69,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,4 ათასი ტონა ანუ 2,9%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ნოემბერში შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % – 47,9 ათასი ტონა ანუ 100%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ: რუმინეთი - 25,1 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 21,0 ათასი ტონა (22%), ბულგარეთი - 6,5 ათასი ტონა (6,8%), საბერძნეთი - 6,4 ათასი ტონა (6,7%), თურქმენეთი - 6,0 ათასი ტონა (6,3%).

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 7,7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,3 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 98,8 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები