პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის მეფეს შეხვდა

07.12.17 16:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-მ მიიღო.

ირაკლი კობახიძემ და კარლ გუსტავ XVI-მ საქართველოსა და შვედეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.

შვედეთის მეფის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და შვედეთის მონარქმა ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები