ეკონომიკა

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთა ნაკადი ყველაზე მეტად ბათუმში გაიზარდა

08.12.17 16:45


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 816 538 მგზავრი, რაც 44.48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59.11% ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა – 136 108 მგზავრით მეტი.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, შესაბამისად 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982).

ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა 1 687-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა.

მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 19 496, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები