ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7008 ლარი გახდა

08.12.17 21:45


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7008 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7008 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1818 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1895 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები