პოლიტიკა
15.12.17 17:15
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
შეხედრაზე შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების წახალისება მოხდეს.
„ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.
გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია იმ ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა, რომელიც ამჟამად, დამუშავების პროცესშია.
„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეს ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და მინდა ასეთი სერვისი შევთავაზოთ - „შენი იდეა ქალაქის მერს“. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული.
პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.for.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24