ეკონომიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გაძვირებულ ტარიფზე საუბრობს

28.12.17 19:45


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფზე საუბრობს.

ჩუგოშვილის თქმით, ტარიფების ზრდა, კომპანიაში განხორციელებულ ინვესტიციებს უკავშირდება.

"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ტარიფებთან დაკავშირებით, ეს არის დაკავშირებული იმ ინვესტიციებთან, რომელიც კომპანიამ განახორციელა იმისთვის, რომ შეფერხებები არ ყოფილიყო ელექტროენერგიის მიწოდებაზე. შესაბამისად, ეს ცვლილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ელექტროენერგია მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ტარიფების ზრდაზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები