საზოგადოება

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე უარი ეთქვათ

27.06.16 15:20


ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგალავს ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით ადვოკატებმა მიმართეს. მათი განცხადებით, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.

ადვოკატების მოთხოვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ერთ საკანში მოთავსების თხოვნით მათ სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა სასჯელაღსრულების სამინისტრომ იმ არგუმენტით არ დაკამყოფილა, რომ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები. ამავე არგუმენტით, უთხრა საქალაქო სასამართლომ უარი ადვოკატებს უგულავასა და მერაბიშვილის ერთ საკანში მოთავსებაზე.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები