ეკონომიკა
29.12.17 19:30
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 16.7 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 112.2 პროცენტია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 189.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 98.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 71.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 11.7 და 8.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.7 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 247.6 მლნ აშშ დოლარი (613.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 838.9 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 869.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).
ეროვნული ბანკის ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.6 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.0 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
სებ-ის ცნობით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.8 მლრდ აშშ დოლარი (24.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.2 პროცენტია.
2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - 822.0 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 247.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 203.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24