საზოგადოება

ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა

04.01.18 16:20


ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები