საზოგადოება

საქართველო Bloomberg-ის 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის მოხვდა

04.01.18 17:05


საქართველო Bloomberg-ის 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის მოხვდა.

გამოცემის ცნობით, თბილისი ისტორიის განმავლობაში დაახლოებით 29-ჯერ დაანგრიეს და ხელახლა აღადგინეს.

„გასაკვირი არ არის, რომ მისი მტკიცე სულისა და კრეატიული ენერგიის გამო, თბილისს სულ უფრო ხშირად ადარებენ ბერლინს“, - იუწყება Bloomberg-ი.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც სპარსეთის იმპერიამ, ისე საბჭოთა კავშირმა. განსაკუთრებით ხაზგასმული ქართული სამზარეულო, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

Bloomberg-ი ყურადღებას ამახვილებს სასტუმროების ადგილობრივ ბრენდებზე.

გამოცემა ასევე წერს, რომ საქართველო ცნობილია ღვინის კულტურით.

„ღვინის კულტურის 8000-წლიანი ისტორია მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ სიურპრიზს შორის, რომელიც ისეთ ტურ ოპერატორებს იზიდავს, როგორებიცაა Wild Frontiers-ი და Butterfield & Robinsoni-ი“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები ტურისტებს ურჩევენ, საქართველო გაზაფხულზე (აპრილი-ივნისი) ან შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი) მოინახულონ.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები