საზოგადოება

მანანა შეროზია - თვითონ უწმინდესმა თქვა, რომ არ არის მისი დაბადების დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნის დრო და საშუალება

04.01.18 17:50


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში მღვდელმთავრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.

პატრიარქს იუბილე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ, თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ და სხვა პირებმა უკვე მიულოცეს. შეხვედრები მედიისთვის დახურულია. საპატრიარქოში, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც ელოდებიან, რომლებიც უწმინდესს იუბილეს მიულოცავენ.

პატრიარქის ჯანმრთელობს მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პატრიარქის თვალის ექიმმა, თვალის კლინიკის დირექტორმა მანანა შეროზიამ. მისი თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ მოხდა პატრიარქის იუბილის ღონისძიებებით აღნიშვნა.

„უწმინდესმა თქვა, რომ ამის დრო და საშუალება არ არის, რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ მისი დაბადების დღე. მხოლოდ ეს იყო მიზეზი. უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე და მოკრძალებულად მივულოცავთ“, - განაცხადა მანანა შეროზიამ.

მისივე თქმით, დიდი ბედნიერება გვხვდა წილად, რომ საქართველოს ასეთი პატრიარქი ჰყავს და მას უნდა გავუფრთხილდეთ.

პატრიარქს დღეს 85 წელი შეუსრულდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები