საზოგადოება
04.01.18 19:05
ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.
„სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო.
„ძეგლის აღდგენის ფარგლებში, ერეკლეს ქ. N6-7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, რომლის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯამში 30-მდე ოჯახი, რეაბილიტირებული ფართებით ისარგებლებს“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.
კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით, ავარიული შენობა დაიშალა, რომლის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ხოლო დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. ასევე, მთლიანად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემა. მოხდა არსებული ხის დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, რაც ახალი ნაკეთობებით ჩანაცვლდა. მოეწყო ახალი კარ-ფანჯარა და ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ისტორიულ შენობაში მცხოვრებ ათამდე ოჯახს, რომელიც რეაბილიტაციის დროს, თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყო, რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.
ზემო კალაუბანში მდებარე ყავლაშვილის ქუჩა N9-ის ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612,574.07 ლარი დაიხარჯა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24