საზოგადოება

ყველაზე დაბალი ხელფასები ისევ განათლების სექტორშია

04.01.18 21:00


საქსტატმა სექტორების მიხედვით, საშუალო ხელფასების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, კონტრაქტით დასაქმებულთა ხელფასები ყველაზე დაბალი წელსაც განათლების სექტორშია. საქსტატი ამ სტატისტიკას 2007 წლიდან ითვლის, გასული 10 წლის სტატისტიკითაც განათლება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო.

საშუალო ხელფასები სექტორების მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით:

განათლება - 565 ლარი თვეში

სოფლის მეურნეობა - 742 ლარი თვეში

სასტუმროები, რესტორნები - 818 ლარი თვეში

კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 838 ლარი თვეში

დამამუშავებელი მრეწველობა - 918 ლარი თვეში

ვაჭრობა - 935 ლარი თვეში

ჯანდაცვა - 958 ლარი თვეში

მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1221 ლარი თვეში

ენერგეტიკა - 1224 ლარი თვეში

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1329 ლარი თვეში

სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1337 ლარი თვეში

საფინანსო საქმიანობა - 1861 ლარი თვეში

მშენებლობა - 1999 ლარი თვეში

წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მათი ხელფასების კრებით მონაცემს, ვინც ამ სექტორებში ხელშეკრულების შედეგად არის დასაქმებული, ამიტომაც ის რეალური მაჩვენებლისგან შესაძლოა განსხვავდებოდეს.




წყარო : /www.tabula.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები