ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

05.01.18 17:15


Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, ლონდონსა და ნიუ-იორკში, 4 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 68,11 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,01 (+ 0,38) დოლარი/ბარელზე.

ვენაში "ოპეკი +"-ის მორიგი შეხვედრა 1-ელ დეკემბერს გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ 9 თვით, 2018 წლის ბოლომდე გაგრძელება.

შეთანხმების მიხედვით, ქვეყნები უცვლელს დატოვებენ ნავთობის მოპოვების კვოტებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები