ეკონომიკა
06.01.18 14:50
მიმდინარე წლის 5 იანვრიდან ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში შედის ცვლილება. აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც. ამის გამო, იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშული ცვლილებით ზემოთ ნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს.
“აქვე შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც ძირითადად, გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის, ასევე, სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებში.
უცხოური ვალუტის მიმდინარე საბაზრო კურსის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო არსებობს. ამისათვის ზოგჯერ მიმართავენ ბლუმბერგის ვებსაიტს, რომელზეც ქვეყნდება არა რეალურად შემდგარი გარიგებების კურსები, არამედ ამ სისტემის მომხმარებლების მიერ ვალუტის ყიდვის და გაყიდვის გამოცხადებული კურსების საშუალო მაჩვენებელი. ინტერნეტის ამ ბმულზე ნაჩვენები კურსით გარიგებები შესაძლოა, საერთოდ არ დაიდოს. ლარის ოფიციალური კურსი კი ითვლება ფაქტობრივად შემდგარი გარიგებების საფუძველზე. კომპანია Bloomberg თავის ვებგვერდზე ანალოგიური პრინციპით სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებსაც აქვეყნებს.
უცხოური ვალუტის საბაზრო კურსზე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ ვებგვერდებით, სადაც ვალუტის ყიდვის და გაყიდვის პერიოდულად განახლებადი კურსები ქვეყნდება”,-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24