საზოგადოება

2017 წლის 11 თვეში სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიება 8 533 პირს შეეფარდა

08.01.18 17:00


2017 წლის 11 თვეში სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიება 8 533 პირს შეეფარდა.

როგორც საერთო სასამართლოების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, განხილული აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობებიდან საპატრიმრო ღონისძიება 2 891 პირის მიმართ გატარდა, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება კი 5 642 ადამიანს შეეფარდა.

5 217 პირის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა, ხოლო დარჩენილ 425 შემთხვევაში კი სხვა სახის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია აღკვეთის ღონისძიების სახით როგორც პატიმრობის ისე გირაოს გამოყენების მაჩვენებელი.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები