საზოგადოება

თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლი 5 ივლისს გაიხსნება

27.06.16 17:30


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, პრაქტიკულად, დასრულებულია და მისი ოფიციალური გახსნა 5 ივლისს გაიმართება, განუცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

თბილისის აეროპორტში 2015 წლის ოქტომბრიდან სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს TAV Urban Georgia-ს შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. პროექტში ჩადებული ინვესტიციები დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კმაყოფილი დარჩა. მან აღნიშნა, რომ განხორციელდა სამუშაო, რომელიც ახალი სამკილომეტრიანი გზის დაგებას უდრის.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკა შეინიშნება, ხოლო ასაფრენი ზოლის განახლება და ახალი ტერმინალი სტუმრების რაოდენობის გაზრდა შეუწყობს ხელს.

TAV Urban Georgia-ს მმართველობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 1 ნოემბერს 20 წლის ვადით გადავიდა. შეთანხმების ახალი ვერსიით კომპანიის ოპერირების ვადა 2027 წლამდე გაიზარდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები