ეკონომიკა

CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო

12.01.18 14:45


CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა.

„რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში, რომელიც 2018 წლის ლისაბონის ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თბილისი ახლადარჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს“, - აღნიშნავს CNN.

CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.




წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები