საზოგადოება

იუსტიციის სახლს რუმინეთის იუსტიციის მინისტრი ეწვია

27.06.16 21:30


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ალექსანდრა რალუკა პრუნას თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი რუმინელ კოლეგას იუსტიციის სახლის სპეციფიკაზე ესაუბრა.

მოეწყო სპეციალური ტური, რომლის დროსაც რუმინეთის დელეგაცია ადგილზე გაეცნო, თუ როგორ ხდება ერთ სივრცეში 400-მდე სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისის გაცემა; როგორ მუშაობს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები; რა დრო სჭირდებათ იუსტიციის სახლის სტუმრებს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად.

რუმინეთის დელეგაციას, რომელსაც რუმინეთის იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, მასპინძლობას საქართველოს იუსტიციის მინისტრი უწევს. იუსტიციის სახლში ვიზიტამდე თეა წულუკიანი ალექსანდრა რალუკა პრუნას იუსტიციის სამინისტროში შეხვდა.

რუმინეთის დელეგაცია საქართველოში დღეს, 27 ივნისს, ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი იუსტიციისა და მართლმსაჯულების სფეროში ქართული რეფორმების გაცნობაა. რუმინელები ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის გატარებული რეფორმებითაც არიან დაინტერესებულნი.

თბილისის იუსტიციის სახლის გარდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რუმინელ კოლეგას საზოგადოებრივ ცენტრსაც დაათვალიერებინებს. ვიზიტი დაგეგმილია, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ალექსანდრა რალუკა პრუნა ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული ელექტრონული სერვისების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

რუმინეთის დელეგაცია საქართველოს 29 ივნისს დატოვებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები