საზოგადოება

საქართველოში ყალბი ფულის დამზადებისთვის ორი პირი დააკავეს

27.06.16 22:10


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებელი მოწყობილობა და კუსტარული წესით დამზადებული ყალბი ფულის კუპიურები.

კუსტარულად დამზადებული თანხა ასევე ამოღებულია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

ეს წელს ყალბი ფულის დამამზადებლების გამოვლენის მეხუთე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავეს.

მარტში ანალოგიური ბრალდებით ჩოხატაურში ორი პირი დააკავეს. ასევე დააკავეს საქართველოს მოქალაქე გოდერძი ბუთხუზი, ხოლო მაისში საგამოძიებო სამსახურმა მაკა გაგლოშვილი დააკავა, რომელიც 20-ლარიან ყალბ კუპიურას სისტემატურად ასაღებდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები