პოლიტიკა

„მზად ვართ, გავააქტიუროთ საბჭო, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ქვეყანაში“ - თეა წულუკიანი

22.01.18 16:45


ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ქვეყანაში, საბჭოს გასააქტიურებლად მზად არიან:

„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებები მალე ავსახოთ კანონმდებლობაში, მაგრამ წავიდეთ, თუკი ამაზე თანხმობა იქნება კიდევ უფრო შორსაც იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, ვინც არ არის მომხმარებელი იმისგან, რომ არ გახდნენ ისინი მომხმარებლები მომავალში, ვებრძოლოთ იმათ ვისაც, სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია,“ - განაცხადა წულუკიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები