პოლიტიკა

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

22.01.18 18:20


აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების მიზნით პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით კანდელაკი საქართველოს მოქალაქეა და მისი გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახთან კავშირში იმყოფება საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა.

დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.

დავით კანდელაკი პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები