ეკონომიკა

რატომ შემოუშვეს ქვეყანაში პირი, რომელმაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა - რა ინფორმაციას ფლობდა პაატა დავითაია სპეცსამსახურებიდან

23.01.18 20:30


გროზნოს მერის ვიზიტი საქართველოში - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ვინ არის მუსლიმ ხურჩიევი და რა სამხედრო დანაშაულებები აქვს მას ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს - ამის შესახებ აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია საუბრობს.

მისი განცხადებით, გროზნოს მერი 2008 წელსაც იყი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ იყო გროზნოს მერიის ადმინისტრაციის უფროსი, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია. 9 აგვისტოს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით ბრძოლაში ჩეჩნური ბატალიონი „ვოსტოკი“ ჩაერთო, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და სწორედ მის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა გროზნოს ამჟამინდელი მერი. დავითაიას თქმით, მას ინფორმაცია ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე სპეცსამსახურის თანამშრომებმა მიაწოდეს.

„ძალიან გაკვირებული ვარ თუ როგორ მუშაობს ქართული სპეცსამსახურები და როგორ მუშაობს ქართული სამართალდამცავი სტრუქტურა, მაშინ, როცა ქვეყნის მტერს უშვებს საქართველოს ტერიტორიაზე. გავიხსენებ იმ მოვლენებს, რომელიც იყო 2008 წელს, მე როგორც კომისიის თავმჯდომარეს მქონდა ოპერატიული ინფორმაციები სამართალდამცავი სისტემიდან და სპეცსამსახურებისგან. ერთ-ერთი ინფორმაციის საფუძველზე, ჩემთვის ცნობილი იყო მაშინ, რომ პუტინი ჩავიდა ჩრდილოეთ ოსეთში და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შემოსულიყო ჩეჩნეთის რაზმი, ე.წ. ბატალიონი ვოსტოკი, რომელიც ემორჩილებოდა პირადად კადიროვს, ხუჩიევი უზრუნველყოფდა მის ე.წ. ლოჯისტიკას. ჩვენ, ფაქტობრივად, დღეს მივიღეთ მისი ჩამოსვლით ადამიანი, რომელმაც განახორციელა ფინანსური უზრუნველყოფა გორზე და ცხინვალზე შეტევის“, - აცხადებს დავითაია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები