ეკონომიკა

საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით კომპანია Hillwood-ი დაინტერესდა

24.01.18 21:45


საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით მსხვილი ამერიკული კომპანია Hillwood-ი ინტერესდება. ქვეყნის შესაძლებლობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის თავმჯდომარე ჰენრი როსს პეროტს გააცნო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალს, ასევე - ქვეყანაზე გამავალ დერეფნებში ამერიკული კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მისასალმებელია, რომ ამ პოტენციალის გამოყენებით უფრო და უფრო მეტი მსხვილი კომპანია ინტერესდება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, რაც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ Hillwood-თან წარმატებული თანამშრომლობა შედგება და ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან ერთად კონკრეტული პროექტები განხორციელდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები