ეკონომიკა

ნორვეგია საქართველოს ენერგეტიკას დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

24.01.18 22:00


ნორვეგია საქართველოს დაახლოებით 4 მლნ დოლარით დაეხმარება ენერგეტიკული დარგის განვითარებისთვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გრანტი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობაზე, ნორმატიული ბაზის შემუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით დაიხარჯება. 3,9 მლნ აშშ დოლარის დახმარებას საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

დახმარება ასევე გულისხმობს საგანმანათლებლო მიმართულებასაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გრანტის ფარგლებში ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სტუდენტები ნორვეგიაში 2018 წელს გაემგზავრებიან.

გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები