ეკონომიკა

სომხეთს საქართველოს გავლით სტაბილური ტრანზიტი სურს

25.01.18 15:15


სომხეთის პრემიერის კარენ კარაპეტიანის თქმით, სომხეთს უნდა, რომ საქართველოს გავლით გზა და ტრანზიტი იყოს სტაბილური, რადგან ამაზე დამოკიდებულია რესპუბლიკის ეკონომიკა.

ამის შესახებ კარაპეტიანმა 1tv.ge -ს დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განუცხადა.

“ბუნებრივია, ვთხოვთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობრებს, განიხილონ შესაძლებლობა, როდესაც ტვირთების მიწოდებისას წყვეტა არ იქნება – არც ამინდის, არც სხვა მიზეზთა გამო.

მაგალითად, 2016 წელს, დეკემბერში, ნახევარი თვე არ გვქონდა ტვირთების მიწოდების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, გვქონდა ასეთი თხოვნა, რომ არ დაგვჭირდეს გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად სხვა ალტერნატივების მოძებნა. ეს როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ინტერესებშია”, – განაცხადა კარაპეტიანმა.

უშუალოდ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების გატარების შესაძლებლობებზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საუბარი არ ისურვა.

„მე არ ვიცი, რამდენად არის ეს შესაძლებელი. ჩვენი თხოვნა მხოლოდ ალტერნატიული გზების მოძიებაში მდგომარეობს“, – დასძინა კარაპეტიანმა.

სომხეთის დელეგაცია დავოსის ფორუმში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ მონაწილეობს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები