საზოგადოება
28.06.16 15:45
მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამალი-დევდორაკის ხეობაში, ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ. მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საყურადღებოდ აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ გზის ალტერნატიული მარშრუტით: ქვემო ქართლიდან წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, ქვემო ქართლიდან ვახტანგისის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით და კახეთის რაიონიდან ლაგოდეხი – ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტით.
წითელი ხიდისა და ლაგოდეხი – ცოდნას სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით ნებადართულია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ხოლო ვახტანგისის გამშვები პუნქტიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანებით.
სამივე შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილების მსურველები ჩავლენ ბაქოში და დანიშნულების ადგილზე მახაჩქალის გავლით მოხვდებიან.
25 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების საზღვრამდე ტრანსპორტირება შსს-ს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით უზრუნველყვეს. 60-მდე ადამიანის გადაყვანა ყაზბეგიდან დარიალის ხეობაში შსს-ს ვერტმფრენებით მოხდა, ხოლო დარიალის ხეობიდან ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე ტურისტები სამართალდამცველებმა მიაცილეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24