ეკონომიკა

ჩინელი ინვესტორები სენაკში ცემენტის ქარხანას ააშენებენ

28.06.16 15:55


სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში ცემენტის ქარხანა აშენდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება. პროექტის, საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინვესტორ მხარეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 20 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი გადაეცა, სადაც 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საწარმო იქნება უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი. ქარხანა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოო პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. პროექტი დაეყრდნობა „მაღალი ეფექტიანობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების“ პრინციპებს. დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს ხმაურის მინიმალურ დონეს და მაქსიმალურად დაიცავს მოსახლეობას საწარმოო ხმაურისგან.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს–მენეჯმენტის კომპანიას, „ჰუალინგ ჯგუფსა“ და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და შპს „შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები