ეკონომიკა

აჭარიდან დაახლოებით 23,6 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული

29.01.18 14:40


მთავრობის მიერ სუბსიდირიებული იყვნენ ფერმერები, რომლებმაც არაკონდიცირებული მანდარინი გადამამუშავებელ საწარმოებს მიაწოდეს.

ციტრუსების მოსავლის აღება დასრულებულია — საქართველოდან ექსპორტირებული დაახლოებით 23,6 ათასი ტონა ციტრუსი, ნათქვამია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ლიტვაში, პოლონეთსა და კატარში.

რუსულ ბაზარზე მანდარინი მიმდინარე სეზონზე ისევე, როგორც გასულ წელს, გავიდა სახმელეთო გზით — საკონტროლო-გამშვები პუნქტის, "ზემო ლარსის" გავლით, ასევე საზღვაო გზით — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში.

ქართული მანდარინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე 2013 წელს, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ განახლდა.

გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო დაახლოებით 28 ათასი ტონა მანდარინი.

აქედან 58,1% რუსეთზე მოდიოდა.

საექსპორტო ბაზრის კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსით უზრუნველყოფისთვის მიმდინარე სეზონზე მანდარინს ციტრუსების დაფასოებისა და შეფუთვის 30-მდე საწარმო იღებდა.

არასტანდარტულ მანდარინს იძენდა ორი კომპანია — TCF GEORGIA და Georgian industrial Asset Management Group. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საკონსერვო ქარხნებმა მიიღეს და გადაამუშავეს 8,3 ათასზე მეტი ციტრუსი.

ამ სეზონზე, გასულის მსგავსად, სახელმწიფო ფერმერებს დაეხმარა სუბსიდიების სახით არასტანდარტულ მანდარინზე. კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს ყიდულობდნენ 1 კილოგრამს 0,2 ლარად, სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსგან 0,1 ლარის სახელმწიფო სუბსიდიას იღებდნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები