ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა

30.01.18 18:40


"ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ "ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 201“7-ის შეფასებისას.

„ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, საქართველო მოხვდა ლიდერ ქვეყანათა სიაში, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის კრიტერიუმებს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება.

ჩვენი თითოეული რეფორმა და ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ დავძლიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები, როგორიც არის უმუშევრობა და სიღარიბე.

აღნიშნულ ინდექსში დაწინაურების შედეგად, ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეკონომიკაში, დავაჩქაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გუნდს, ყველა საჯარო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები