საზოგადოება

ირლანდიელი კასტინგ-აგენტი საქართველოში ტალანტებს ეძებს

28.06.16 21:25


ცნობილი ირლანდიელი კასტინგ-აგენტი რიჩარდ ქუქი (Richard Cook), რომელსაც ირლანდიელ ტალანტების მენეჯერს უწოდებენ, ქართველი მსახიობებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.

ქუქის შესახებ ამბობენ, რომ მას ეკუთვნის საიდუმლო ცოდნა — როგორ მოვხვდეთ ჰოლივუდში.

„უნიკალური შანსი მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის და პროდუსერებისთვის, გაეცნოს გზებს საერთაშორისო კინო სამყაროში თავის დასამკვიდრებლად და რაც მთავარია, პირადად გაიცნოს რიჩარდ ქუქი, ცნობილი კასტინგების მენეჯერი, რომელიც საქართველოში ახალი ტალანტების აღმოსაჩენად ჩამოდის!“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

რიჩარდ ქუქი კასტინგის კომპანია „LISA RICHARDS AGENCY“-ის დამფუძნებელია, რომელიც 1989 წელს ჩამოყალიბდა და ის მსახიობების, რეჟისორების და პროდუსერების მოძიებით არის დაკავებული. „LISA RICHARDS AGENCY“ კომპანია წარმოადგენს უამრავი ცნობილი მსახიობის სახეს, მათ შორის არიან: პირს ბროსნანი, სილიან მერფი, ემი რაიანი და სხვა.

თბილისში ქუქი მასტერ-კლასს ქართველი კინოს და თეატრის მსახიობებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის 29 ივნისს, 5 სთ-ზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩაატარებს.

მასტერ-კლასის დროს საუბარი შეეხება უცხოელ რეჟისორებთან, ოპერატორებთან, კასტინგ მენეჯერებთან და აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარებას, უცხოურ კასტინგებზე მოხვედრის გზებს და სხვა.

რიჩარდ ქუქის მასტერ-კლასის ორგანიზატორია Tbilisi Academy Of Film Workshops. სემინარზე დასწრება თავისუფალია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები