პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

08.02.18 18:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორმხივი კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიჯიტ ბრინკს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას, ასევე, აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე, რაც ბრიჯიტ ბრინკის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა.

შეხვედრისას ითქვა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებოდნენ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები