მსოფლიო

ირანი სომხეთს რკინიგზის გაყვანის სანაცვლოდ პირობას უყენებს

13.02.18 20:45


სომხეთში ირანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის სეიედ კაზემ საჯადის განცხადებით, ირანი მზად არის სომხეთთან რკინიგზა გაიყვანოს, თუმცა ამისთვის პირობა არსებობს.

ამის შესახებ ელჩმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტზე გამოსვლის დროს განაცხადა.

„ირანს და სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვთ. მზად ვართ გავიყვანოთ რკინიგზა, თუ ერევანი ინვესტორს წარმოადგენს. საჭიროა, ამ სფეროში ერთობლივი შენატანის განხორციელება.

გადადგით პირველი ნაბიჯი, ჩვენ კი მომდევნოს გადავდაგმთ“,-აღნიშნა ირანის ელჩმა და დასძინა, რომ „სომხეთმა უნდა ეცადოს,რომ ინვესტორი იპოვოს“.

თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრების ბლოკადის პირობებში, ერევნისთვის ირანთან არსებულ საზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რესპუბლიკებს შორის სარკინიგზო მიმოსვლა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისი მშენებლობის პროექტები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები