პოლიტიკა
14.02.18 17:15
„სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად “ წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში აქტიური ჩართვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განაცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, ვინაიდან ის თავისი არსით ბიზნესის კეთებასთან ერთად უფრო მეტად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და მხარდაჭერასაც გულისხმობს.
„კონკურსი "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მეწარმეობა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, ვინაიდან ის თავისი არსით გულისხმობს ბიზნესის კეთებას ისე, რომ ეს სხვისთვისაც სასარგებლო იყოს. მითუმეტეს იმ სოციალურ ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბიზნესმა გაიაზროს, რომ მხოლოდ მათთვის შემოსავალი არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, სიკეთეს დანარჩენი ქვეყნისთვის.
ბუნებრივია, სოციალური მეწარმეობა თავისი არსით გულისხმობს, რომ ჩვენ დავეხმაროთ უფრო მეტად მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კონკურსში წარმატებულ პროექტებს, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს, განსაკუთრებით, თუ ეს პროექტები მიმართული იქნება საქართველოს რეგიონებზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
კონკურსი „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ მიერ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმართება.
პროცესში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და იმუშაონ, როგორც სოციალურ მეწარმეებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ფინალურ ეტაპზე სოციალურ საწარმოებთან ერთად, მიღებული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტური გუნდები პრაქტიკულად განახორციელებენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს.
გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს სამოგზაურო გრანტს სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს. განაცხადის შეტანა მსურველებს 13 მარტამდე შეეძლებათ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24