საზოგადოება

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი დაჭრეს

14.02.18 18:00


თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი დაჭრეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც სროლა მოჰყვა. დაჭრილი ამ დროისთვის ალადაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები