ეკონომიკა
20.02.18 14:30
საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4,8% შეადგინა, რაც მოსალოდნელ დონეს აღემატება, ნათქვამია პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ვიზიტის შედეგების მიხედვით, რომელიც გასულ კვირაში შედგა.
ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება, სსფ-მა 2017 აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 297,5 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 82,8 მილიონი დოლარი საქართველომ ადრე მიიღო.
„2017 წელს ეკონომიკური ვითარება პოზიტიური იყო. ზრდამ 4,8 პროცენტს მიაღწია, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი. ექსპორტის, ტურიზმის, და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7%-მდე შემცირება გახადა შესაძლებელი“, — ნათქვამია მისიის რელიზში.
რელიზში აღნიშნულია, რომ 2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6,7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის გამოცოცხლების საპასუხოდ, წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25%-ამდე გაზარდა. შედეგად, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, 2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4,3%-მდე დაიკლო.
„წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. ფისკალური დეფიციტი (სსფ-ს პროგრამის განსაზღვრების მიხედვით) მშპ-ს 2,9% იყო, რაც მოსალოდნელზე 0,5%-ით უკეთესი მაჩვენებელია. შემოსავლების მატება განპირობებული იყო სხვადასხვა გადასახადით მიღებული შემოსავლების მეტობით გეგმასთან შედარებით. მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო, ხოლო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯი გაიზრდილი. სამომავლოდ, მიმდინარე ხარჯების შემცირება და შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად და ინფტრასტრუქტურული გამოწვევების შესამცირებლად“, — აღნიშნულია პრესრელიზში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა პროგრესი, რომელიც უფრო მაღალი და მდგრადი ზრდის მხარდაჭერის მიზნით სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში შეიმჩნევა.
„საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის და ფინანური უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიმართულებით; პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები კერძო-საჯარო პარტნიორობისა და საპენსიო რეფორმის შესახებ“, — ხაზგასმულია მისიის შემაჯამებელ დოკუმენტში.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული გამოცოცხლება საშუალებას იძლევა მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანი ზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის ასამაღლებლად.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს 2018 წლის აპრილში გააგრძელებს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24