ეკონომიკა

იანვარში ექსპორტის ფასები 0,4%-ით შემცირდა

20.02.18 19:15


საქსტატის ცნობით, ექსპორტის ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0,4%-ით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,9%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

ფასების 2,5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 9,4%-ით.

ფასების 8,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლოსამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 15,5პროცენტით.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 6,1 პროცენტიანი ზრდა.

ფასები 42,2%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის
ჯგუფზე, ხოლო 7,5%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე.

რაც შეეხება სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 4,9 პროცენტიანი შემცირება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები